ძლიერი წვიმის შედეგად, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჟაბეშში, რამდეჯერმე ადიდდა ღელე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას.
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, დაზიანებულია სოფლის შიდა გზები და ხიდი.
უშგულის თემში, სტიქიამ სოფელ მურყმელსა და ჩაჟაშს შორის გზის 100 მეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა. ამ დროისთვის აღნიშნულ სოფლებს შორის საავტომობილო გადაადგილება შეუძლებელია.
ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადიდებულმა მდინარე დევრამ შიდა სასოფლო გზები და ხიდი დააზიანა.
"ამ ეტაპზე ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და ინტენსიურ რეჟიმში ხდება ღელეს განტვირთვა. ამ დროისთვის კლავ არსებობს მეწყრული პროცესის გააქტიურების საფრთხე. მიმდინარეობს სტიქიის საპრევენციო სამუშაოები რის შემდეგაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყება", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები