ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტზე ერთი პირი დააჯარიმა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ავრცელებს.
"საია იცავდა არასრულწლოვანს, რომელის მიმართ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განხორციელდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი და პასუხისმგებელი პირი 600 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს განმარტებით, სექსუალური შევიწროების მუხლის მიზნებისთვის, "საზოგადოებრივ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ნებისმიერი ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ჰყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ცნობით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები