სოხუმი: პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 221 ადამიანი გარდაიცვალა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 198 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 42 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 36 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 13 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 13, გაგრის საავადმყოფოში - 13, ტყვარჩელში კი - 5 პაციენტი იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 289 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 390, გარდაიცვალა - 221 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები