ზუგდიდის ცენტრში ორი სამოქალაქო აქტივისტი კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.
როსტომ ზარანდია კომენდანტის საათს მეორე ღამეა, არღვევს, დღეს კი მას მარიამ სიჭინავაც შეუერთდა.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათი მთავარი კითხვაა, უწყობენ თუ არა პანდემიის გავრცელებას ხელს აღნიშნული აკრძალვის დარღვევით.
აქტივისტები გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეზღუდვას სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ აპროტესტებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები