ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე ელექტროანძაზე ახალგაზრდა მამაკაცი ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრება.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაშია. მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
"მეზობელიც მასთან იმყოფება და გადახტომის საშუალებას არ აძლევს. რამდენიმე მაშველი ანძაზეა ასული და მუშაობენ. ჯერჯერობით არ ჩამოდის", - ამბობს თვითმხილველი.
ინციდენტის გამო ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები