გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა. ყველა მათგანი მკურნალობის კურსს რუხის კოვიდკლინიკაში გადიოდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ერთი მათგანი ხობიდანაა, ხოლო 2-2 სენაკისა და ზუგდიდის მკვიდრები იყვნენ. გარდაცვლილებიდან ყველაზე ახალგაზრდა 45 მამაკაცია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 98 წელს მიღწეული ქალია.
მასალის გამოყენების პირობები