აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 254 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 36 - ს Covid– 19 დაუდასტურდა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 46 პირი მკურნალობს, მათგან 19 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 37 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 12, გაგრის საავადმყოფოში - 17, ტყვარჩელში კი - 5 პაციენტი იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 702 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 660, გარდაიცვალა - 222 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები