სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეზობლების ინფორმაციით, მეპატრონე სახლში არ იმყოფებოდა, რადგან კოვიდინფიცირებულია და საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
მათივე თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა.
ამ ეტაპზე ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები