ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, პირმა, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა, ელექტრობოძთან შეჯახების შემდეგ, რამდენიმე მანქანა დააზიანა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ის საპატრულო პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. სამართალდამცავებმა ის რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. ამავე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები