ფოთისა და მარტვილის მერების მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს და გახარიას გუნდში გადავიდნენ
ფოთისა და მარტვილის მერების მოადგილეები გახარიას გუნდში გადადიან. ამის შესახებ მათ ფოთის მერიის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
პაატა ლაგვილავამ და აკაკი ხუნწელიამ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ გააკეთეს განცხადებები და დასძინეს, რომ მათ მერებმა პარტიისა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
"დილით მქონდა შეხვედრა ბატონ მერთან, გოჩა კურდღელიასთან, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა თანამდებობიდან გადამდგარიყავით. კერძოდ, დავით გუშიანისგან იყო დავალება როგორც ვიცი. მერის ინიციატივა ეს ნამდვილად არ იყო, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. თანამდებობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს უკვე მეორე საკითხია. ნამდვილად არანაირი არსებითი მნიშვნელობა მას არ აქვს. ჩვენ ვართ გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები, შესაბამისად ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი ალბათ. ძალიან მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებთ მომავალში, ძალიან ბევრი საკეთილდღეო საქმის გაკეთებას, ბატონი გიორგის გუნდში", - აღნიშნა ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ პაატა ლაგვილავამ.
მასალის გამოყენების პირობები