ჩხოროწყუსა და ხობში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩხოროწყუსა და ხობში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სოფელ მუხურში - 18 მ3, ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 1,11 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
ამავე ცნობით, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და ავტომანქანები დაილუქა.
მასალის გამოყენების პირობები