ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
უწყების ცნობით, სულ გამოვლენილია 1860 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის 2 ფაქტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები