სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი ქემალ არძინბა მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის სადარაბაზოსთან სნაიპერული გასროლის შედეგად დაჭრეს, წერს "ეხო კავკაზა".
დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ არძინბა მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო - ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. "მინისტრის" დმიტრი დბარის ბრძანებით, ქალაქის შესასვლელები გადაკეტილია და მიმდინარეობს ოპერაცია დამნაშავეების ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.
ქემალ არძინბას სახელს აფხაზეთში რამდენიმე კრიმინალური ინციდენტი უკავშირდება. მედიის ცნობით, მასზე თავდასხმის მცდელობა 2004 წელსაც იყო. გასულ წელს , როდესაც ვლადისლავ არძინბას სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ სროლა მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ნათესავებმა დაიწყეს, რომლებიც, თითქოსდა კემალ არძინბას ეძებედნენ.
მასალის გამოყენების პირობები