საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ
"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად უნდა გაიმარჯვოს.
"ჩვენი მთავარი დავალება, რაც მივეცით პარტიულ ორგანიზაციებს, არის შემდეგი, რომ მაქსიმალური მობილიოზება მოვახდინოთ, ჩვენი ამომრჩევლების, ჩვენი აქტივის, იმისთვის, რომ ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებზე", - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.
შესაბამის კითხვაზე პასუხისას, მან აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" არ ყავს რეალური კონკურენტი ამ არჩევნებზე:
" ჩვენ ვართ ერთადერთი უკონკურენტო ძალა საქართველოში... ეს რა თქმა უნდა, კარგი არ არის, რა თქმა უნდა, უნდა განვითარდეს რეალური და ჯანსაღი ოპოზიცია ქვეყანაში, მაგრამ, სამწუხაროდ დღეს არის ეს გამოწვევა", - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, 23 მაისს, "ქართული ოცნების" ლიდერები ზუგდიდში პარტიის წევრებთან შეხვედრას მართავენ. ისინი ვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.
22 მაისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში აჭარის პარტიულ აქტივს შეხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები