ქალი, რომელიც ზუგდიდის სოფელ ახალკახათში დააყაჩაღეს ნაცემია და ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
მეზობლების ინფორმაციით, პენსიონერი რამდენიმე საათის განმავლობაში დაბმული იყო. მათივე ცნობით, სავარაუდოდ, სამი ნიღბიანი მარტოხელა ქალთან ღამის საათებში შეიჭრა. წაღებულია 80 ლარამდე თანხა.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისივე ცნობით, დაშავებულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, გატეხილი აქვს სამი ნეკნი და მკერდის ძვალი.
შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები