ეროვნული მოძრაობის ამსახველი ფოტოგამოფენა ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
11:43 / 27.05.2021
ასოციაცია "ათინათმა" ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოაწყო.
ზუგდიდელი ფოტოგრაფის შაქრო როგავას დღემდე გამოუქვეყნებელ ფოტოებზე აღბეჭდილია ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, სოხუმისა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართული მიტინგები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მოქალაქეები.
გაუმჟღავნებელი 20-მდე ფირი ფოტოგრაფის შვილიშვილმა ლევან ბებიამ შემთხვევით, ბაბუას სახელოსნოში აღმოაჩინა. მათ გამჟღავნებასა და დაბეჭდვას კი "ათინათმა" გაუწია ორგანიზება.
ღონისძიებას შაქრო როგავასა და ეროვნული მოძრაობის სხვა მონაწილეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს."დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მამაჩემი ხელახლა დაიბადა. ისეთი ემოციურია ეს ყველაფერი, ლაპარაკი მიჭირს, სიტყვებს ვერ ვპოულობ. იმდენი სურათია, იმდენი ხალხია, დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს", - თქვა ფოტოგრაფის შვილმა, ელისო როგავამ.
ფოტოგამოფენის მხარდამჭერები იყვნენ. სასტუმრო Palm Beach, მედიქალ ვორლდის ლაბორატორია, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ლაზიკა კაპიტალი, სამშენებლო კომპანია "მგმ", ბენზინგასამართი სადგური "გეკო".
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები