26 მაისიდან, საქართველოს ეროვნულ პარკებში მოგზაურობა შესაძლებელი გახდა. მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს ჩანჩქერი(სოფ.კინჩხა) და კანიონი ვიზიტორთათვის გაიხსნა.
სტუმრებს პარკების დათვალიერება ყოველდღე, 10:00-დან 18:00 საათამდე შეუძლიათ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტორებმა კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული
რეგულაციები უნდა გაითვალისწინონ.
ინფორმაციისთვის, პანდემიის გავრცელებამდე, 2019 წელს დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი მარტვილის კანიონს ესტუმრა.
მასალის გამოყენების პირობები