საქართველოს მთის კურორტების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ ივნისს მესტიაში ზაფხულის სეზონი იხსნება.
მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ჰაწვალი-ზურულდის საბაგიროები დამსვენებლებს ყოველდღე, 09:00დან 16:00 საათამდე მოემსახურება.
ინფორმაციისთვის, თეთნულდზე 4 საბაგირო და 30 კმ-იანი 8 სათხილამურო ტრასაა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურეზე. ჰაწვალს კი 2 საბაგირო და 7 კმ-იანი 5 სათხილამურო გზა აქვს.
კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, მესტიიდან 15 კმ-ში მდებარეობს. ჰაწვალი კი მესტიიდან 8 კმ-შია.
მასალის გამოყენების პირობები