"ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ, ისვენებს", - ასე იხუმრა
შს მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულთან დაკავშირებით.
პოლიცია ბადრი ესებუას მეშვიდე თვეა ეძებს.
21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა. მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა. გამოძიების მტკიცებით, ბანკზე თავდასხმა სოფელ ალერტკარის მკვიდრმა ბადრი ესებუამ განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები