ფოთში, ერთ-ერთ ქუჩაზე სამართალდამცავები იმ სახლთან არიან მობილიზებულები, სადაც, სავარაუდოდ, შვილიშვილმა ბებია მოკლა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 70 წლამდე ქალი, რომელსაც ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, მეზობლებმა იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ბებიასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტის შესახებ კი ადრეც სმენიათ.
მასალის გამოყენების პირობები