"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა საწვავზე აქციზური გადასახადის გაუქმება მოითხოვეს. მათ ცენტრალურ მოედანზე ტაქსის მძღოლებს სტიკერები დაურიგეს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს,
რაც მათი თქმით, დოლარის კურსის ზრდით გამოწვეულ კრიზისს შეამსუბუქებს.
"მივმართავთ ხელისუფლებას, რომ ამ უმძიმეს პერიოდში, როდესაც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის მოსახლეობა, ქვეყანას უჭირს, ეკონომიკური სიტუაცია არის ურთულესი, საწვავზე ფასის ზრდა ავტომატურ რეჟიმში აისახება აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე. გააუქმონ საწვავზე აქციზი, იმისთვის რომ ფასმა დაიკლოს მინიმუმ 40 თეთრით და ეს აისახოს საყოველთაო მოხმარების პროდუქტებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შეუმსუბუქდეს ის წნეხი, რომელიც გამოიწვია დოლარის კურსის ზრდამ და ლარის ინფლაციამ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღოს ზომები", - უთხრა ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" წევრმა ბათლომე შელიამ. მისივე ინფორმაციით "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით მსგავსი აქციები დღეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც იმართება.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები