საქართველოს პარლამენტის წევრს ანა წითლიძეს ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თემურ ბასილაია ჩაანაცვლებს.
ინფორმაცია რადიო
"ათინათს" თავად ბასილაიამ დაუდასტურა.
"არის გარკვეული პროცედურები, რის შემდეგაც შევალ საკრებულოში და ვაპირებ, ვიყო აქტიური დეპუტატი", - თქვა მან.
თეიმურაზ ბასილაია 2014 წელს ზუგდიდის მერობის კანდიდატი იყო ენმ-დან, მანამდე კი საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობდა.
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს
ანა წითლიძეს საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება დღეს შეუწყდა.
მასალის გამოყენების პირობები