ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. საავადმყოფოს ადმინისტრაციაში ამბობენ,
რომ ბოლო 3 პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე
რჩებოდა, ბინაზე უკვე გაეწერა.
8 ახალგაზრდა ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში რამდენიმე დღის წინ
შეიყვანეს. ისინი ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლები არიან.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები