აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 286 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 44-ს Covid–19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე მონაცემებით, ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 29 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 38 პაციენტია მოთავსებული, მათგან 8 ადამიანია მძიმე მდგომარეობაში, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 11, გაგრის საავადმყოფოში - 14, ტყვარჩელში კი 7.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 549 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 947, გარდაიცვალა 236 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები