სოხუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, შემთხვევა 8 ივნისს, დაახლოებით
17 საათზე, ახალ რაიონში მოხდა. 18 წლის ბიჭს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უფრო გვიან, პოლიციამ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, ტყვარჩელის მცხოვრები, 26 წლის ასლან კვარაცხელია დააკავა. შესაბამისი მასალები "სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტს" გადაეცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები