ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა სოხუმში მორიგი რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, ტოივო კლაარმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და ანიკა სოდერმა სოხუმში დისკუსიების
53-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრები გამართეს. აფხაზური მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მხაარეებს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების საკითხზე მხარეებს შორის პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), როგორც ჟენევის დისკუსიების მუშაობის ეფექტური ინსტრუმენტის, მუშაობის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდი 2021 წლის 29-30 ივნისს არის დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები