წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საშა კვარაცხელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე თავის გულშემატკივრებთან შეხვედრას გამართავს.
ამავე ცნობით, ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდება და დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, ყაზანის „რუბინის“ მოთამაშე და დღეისთვის ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 20 წლისაა და ის წარმოშობით წალენჯიხიდანაა.
შესაძლოა ახალგაზრდა ფეხბურთელი სულ მალე ევროპის რომელიმე წამყვან კლუბში ვიხილოთ. ბოლო ინფორმაციით, ის „რუბინმა“ 15 მილიონ ევროდ თურქეთის „გალათასარაის“ არ მიჰყიდა.
მასალის გამოყენების პირობები