სსე: "ენგურჰესისა" და "იმერეთის" ავარიულად გამორთვის გამო ქვეყნის ნაწილს დენი არ მიეწოდება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ავარიული გათიშვის გამო ქვეყანაში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
საუბარია ელექტროგადამცემ ხაზ "იმერეთსა" და ჰიდროელექტროსადგურ "ენგურჰესზე".
"დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო", - ვკითხულობთ სსე-ის განცხადებაში, რომელიც კომპანიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
თითქმის ერთი საათია, საქართველოს უმეტეს ნაწილს, მათ შორის, სამეგრელოსა და აფხაზეთს, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები