სამეგრელოს პოლიციამ სენაკში ორი დღის წინ მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი მცხეთაში დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სოფელ ხორშისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, 1975 წელს დაბადებულ ლ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა,
დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები