სამეგრელოში მართვის მოწმობისთვის საჭირო დოკუმენტების გაყალბებისთვის ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 4 -დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო ,,D” კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, „დ“ კატეგორია ავტობუსის მართვის უფლებას ნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები