2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში მესტიის სკოლის მასწავლებელიცაა.
გიორგი ტერუნაშვილი სოფელ კალას საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს
და ქართულის მასწავლებელია.
ფინალისტებს შორის ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
ინფორმაციისთვის, 2020 წელს ჯილდოს მფლობელი ჩხოროწყუელი პედაგოგი
სოფიო გოგოხია გახდა. ის აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში ქართულ ენა-ლიტერატურასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის. სასწავლებელი ჩხოროწყუში მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები