მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის, მუზეუმისა და ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან სესხი მიიღო, მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის, კაფე და ვერანდა, რომელსაც ხედი დადიანების სასახლისკენ ექნება.
შენობა მეორე საჯარო სკოლის გვერდით, მეოთხე საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე განთავსდება. ბიბლიოთეკა ორსართულიანი იქნება და მისი საერთო ფართობი 2 000 კვადრატული მეტრია. ის შპს "თ-არქიტექტსმა" დააპროექტა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 824 350 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 29 ივლისს დასრულდება.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკის მოწყობა 2019 წლის მარტში დააანონსა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა წელს იგეგმება
როგორი იქნება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ზუგდიდში და რა დაჯდება მისი მშენებლობა (ფოტო)
ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა მეოთხე ბაღის ტერიტორიაზე განთავსდება
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება
მასალის გამოყენების პირობები