ზუგდიდის სოფელ კახათის ტერიტორიაზე ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით,
მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და თხილნარში შევარდა. მათივე ცნობით, ერთ-ერთ დაშავებულ ახალგაზრდას მოტეხილობა აღენიშნება, სხვების მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქია. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მასალის გამოყენების პირობები