"იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ" - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
18:24 / 23.06.2021
ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, დევნილთა კოლექტიურ ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შეკრებილებს ოჯახში ძალადობის, მისი პრევენციისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოში კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს დევნილი ქალების უფლებების დაცვას. შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანი იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა/გადარჩენილთა დახმარების სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრები ხორციელდება UNDP-ის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების შესაძლებლობების გაფართოება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესება COVID 19 -ის კრიზისის პერიოდში.პროექტის კოორდინატორის, მარიამ ბეგიაშვილის განმარტებით, პროექტი მოიცავს ორ ნაწილს - ჰუმანიტარულ დახმარებას და გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობებს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. მისივე თქმით, პანდემიამ ყველაზე ცუდი ზეგავლენა იქონია მოწყვლად ჯგუფებზე და შესაბამისად, პროექტი დევნილების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისთვის შეიქმნა. "ზოგადად, მსოფლიოში კვლევებმა აჩვენა, რომ პანდემიის დროს გაზრდილია ძალადობის შემთხვევები. საქართველოში ეს კვლევა არ განხორციელებულა, მაგრამ მსოფლიოს კვლევებზე დაყრდნობით გვსურს, რომ ეს საკითხი წინ წამოვწიოთ. ინფორმირებულობა გაზარდოთ თემებში, იქნება ეს პანდემიის დროს თუ პანდემიის შემდგომ. ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რომ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა იყოს უფრო ფართო და ადამიანები ინფორმირებულები იყვნენ იმაზე, თუ სად უნდა დარეკონ, როცა არის რაღაცა შემთხვევა. მნიშვნელოვანია, ამ კამპანიის ფარგლებში, თუნდაც ცხელი ხაზის ნომერი ან სხვადასხვა სერვისები, რაც სახელმწიფოს აქვს, გავხადოთ უფრო ცნობადი", - თქვა მარიამ ბეგიაშვილმა.
UNDP-ის ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ლელა აქიაშვილი ამბობს, რომ ინფორმაციის გაზიარება და ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების დაცვის და სოციალური ინკლუზიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ აქედან გამომდინარე, მისივე თქმით, გაეროს განვითარების პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ თემებთან მუშაობაზე. "იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, ჩვენ სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა თემს, განსაკუთრებით კი დევნილ ქალებსა და ახალგაზრდებს, ვაწვდით ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ. იმისთვის, რომ მომავალში მათ თვითონ, უკვე ინფორმირებულებმა უფრო აქტიური და თამამი ნაბიჯები გადადგან საკუთარი და სხვების უფლებების დასაცავად", - აღნიშნა ლელა აქიაშვილმა. გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა წყალტუბოსა და გორის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები