ხობში, უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით
მას სათამაშო წყლით სავსე ჭურჭელში ჩაუვარდა და მის ამოტანას ცდილობდა.
"ყველა სახლში იყო, უცებ მივიდნენ ბავშვთან, მაგრამ წამებში მოხდა ყველაფერი", - უთხრა რადიო "ათინათს" გარდაცვლილის ოჯახის მეზობელმა.
მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მედიკოსების თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.
მასალის გამოყენების პირობები