ზუგდიდის ბაზარში 1 კგ ლურჯი მოცვის ფასი 25 ლარია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ადგილობრივი ფერმერებისგან კენკრას 20 ლარად იბარებენ.
მათი თქმით, პროდუქტზე მოთხოვნა ყოველ წელს იზრდება. გასულ წელს მისი ფასი 13-15 ლარი იყო.
ადგილობრივი ფერმერების ინფორმაციით, წელს მოცვის საექსპორტო ფასი 6-7 აშშ დოლარია.
სამეგრელოში წელს მოცვის მოსავლის კრეფის სეზონის დაწყება უამინდობის გამო დაგვიანდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან 2020 წელს 674 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები