ხობის სოფელ ნოჯიხევის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივების მტკიცებით, ასფალტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააგეს უხარისხოა და უკვე იშლება.
ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
ამასთან, მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის გზის მხოლოდ ნახევარს ჩაუტარეს რეაბილიტაცია და მერიამ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა.
თავის მხრივ, მერიაში ამბობენ, რომ გზის რეაბილიტაცია დასრულებული არ არის და ხარვეზების შემთხვევაში მშენებელ კომპანიას, ხელშეკრულების თანახმად, მათი გამოსწორების ვალდებულება აქვს. მათივე ინფორმაციით, სოფელში გზის სრული რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები