ხობში მამაკაცი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
შს სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე 120-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები