ხობის სოფელ პატარა ფოთში გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენზინგასამართი სადგურთან მდებარე მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი შეიჭრა და 200 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა. ამასთან, წაღებულია ალკოჰოლური სასმელები.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული.
ფაქტზე უწყებას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
მასალის გამოყენების პირობები