საქართველოდან რუსეთში უკვე 363 ტონა მოცვი გავიდა, 1 კგ ფასი 6.5 $ შეადგენს - სამინისტრო
1-ელი მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით 376 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2,429 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 14 ტონით (4%), ხოლო ღირებულება 307 ათასი აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.
ამავე პერიოდში, მოცვის საექსპორტო ფასი 10%-ით გაიზარდა და 6.5 $/კგ შეადგინა.
ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (363 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (8.3 ტონა), სომხეთში (2.0 ტონა), ყატარში (1.5 ტონა) და მოლდოვაში (0.9 ტონა).
მასალის გამოყენების პირობები