თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის გაქურდვისთვის პოლიციამ ზუგდიდში არასრულწლოვანი დააკავა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაფე-ბარი ჯერ გახსნილი არ იყო. მათივე თქმით, წაღებულია რამდენიმე ათასი ლარის ტექნიკა.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჩადენილია სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები