ელექტროენერგიის გამორთვის გამო, ზუგდიდის მოსახლეობას ცენტრალური წყალი არ მიეწოდება. წყალმომარაგების კომპანიის ზუგდიდის სერვისცენტრის
ხელმძღვანელის დავით ფოცხვერიას ინფორმაციით, წყლის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება.
„ინგირში არ არის დენი და ვერ ხერხდება დატუმბვითი სამუშაოების განხორციელება ბაშის მიმართულებით, საიდანაც ხდება მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება. 15:00 ან 16:00 საათისთვის პრობლემა მოგვარებული იქნება“, - უთხრა "ათინათს" დავით ფოცხვერიამ
ინფორმაციისთვის, ზუგდიდსა და წალენჯიხაში ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სახნავ-სათესი სავარგულები.
მასალის გამოყენების პირობები