სოხუმი: საგანგებოს ინფორმაციით გაგრაში შტორმის დროს ტურისტი დაიხრჩო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანებოს სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 4 ივლისს, შტორმის დროს, გაგრაში რუსი ტურისტი დაიხრჩო.
მათივე ცნობით, სარატოვის მცხოვრები, 42 წლის პაველ დანკოვის საძიებო სამუშაოები ზღვაზე ძლიერი ღელვის გამო ვერ ხერხდება.
ამავე უწყების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებოს თანამშრომლებმა ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს. ინციდენტი, გაგრაში, დაახლეობით, 8 საათსა და 30 წუთზე მოხდა. რუსი ტურისტი აღელებულ ზღვაში შევიდა და დამოუკიდებლად გამოცურვა ვერ შეძლო. მას მაშველების დახმარება დასჭირდა.
4 ივლისს, საღამოს, აფხაზეთს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა, რომელმაც 50 - ზე მეტი ხე წააქცია, სასტუმროებსა და სახლებს სახურავები გადახადა, ჩამოგლიჯა ტროლეიბუსის და ელექტროგადამცემი ხაზები და დააზიანა მათი საყრდენი ბოძები. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. სტიქიის შედეგად არავნ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები