სენაკის სოფელ ბეთლემთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. მათივე ცნობით, გარდაცვლილებს შორის 7 წლის ბავშვია. დაშავებულია ორი პირი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ტყუილია თითქოს ბავშვი ჩაიწვა. ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოიყვანა ჩემმა მეუღლემ. საავადმყოფოს მიყვანამდე გარდაიცვალა. ვნახეთ, როგორ გადაბრუნდა მანქანა და როგორ გადმოცვივდა ხალხი. სულ სამია გარდაცვლილი", - ამბობს ერთ -ერთი თვითმხილველი.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამაშველო სამსახური.
მასალის გამოყენების პირობები