გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ფოთში, მდინარეებზე, კაპარჭინასა და რიონზე მოქალაქეები სახლართი ბადის გამოყენებით თევზაობდნენ. ამავე ინფორმაციით, წალენჯიხის სოფელ საჩინოში, მდინარე ჭანისწყალზე მოქალაქე ელექტრომოწყობილობაზე მიერთებული ელექტროშოკური აპარატისა და ჩოგან-ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას. ხობის სოფელ ბიაში კი მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ სამართალდამრღვევ მოქალაქეს თევჭერისთვის განკუთვნილი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები