აფხაზეთიდან გადმოყვანილი „დელტა“ შტამით ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა უცვლელია
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული 3 ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ერთი მათგანი, რომლებიც რამდენიმე დღის
წინ აფხაზეთიდან გადმოიყვანეს, „დელტა“ შტამით არის ინფიცირებული.
ექიმების შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესებულა, რაც, მათივე თქმით, პოზიტიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.
საავადმყოფოში მოთავსებულ მეორე ბავშვს ბრიტანული შტამი აქვს დადასტურებული, ხოლო მესამეს კვლევები გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები