გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო
წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, სენაკის სოფელ ახალსოფელში, მდინარე ტეხურას სანაპიროზე, მოქალაქემ ექსკავატორის გამოყენებით 4მ³ ქვიშა-ხრეში უკანონოდ მოიპოვა. ამავე ცნობით, შესაბამისი აქტის შედგენის შემდეგ, ტრაქტორი დალუქეს.
მასალის გამოყენების პირობები