ზუგდიდში დღეს ვლაქერნობა - ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული აღინიშნება.
ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დღესასწაულს საპროტესტო მაისურებით აშუქებენ, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოა გამოსახული.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად, რას ფიქრობს ის 5-6 ივლისს თბილისში მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, მათ ვლაქერნობა მიულოცა.
მოგვიანებით, სასულიერო პირებმა ქალაქის ცენტრში ღვთისმშობლის მოზაიკაც გახსნეს.
პროცესიაში, რომელიც გალობითა და მსვლელობით მიმდინარეობს, სასულიერო პირები, მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
წირვა კი ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში რამდენიმე წუთში დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები