ფოთში დევნილებმა აქცია - „მოგვეცით უფლება, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ გამართეს
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს და განსახლება მოითხივეს. “მოგვეცით უფლება
ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი", - ამ ლოზუნგებით ისინი ქუჩაში დღეს გამოვიდნენ.
უკვე წლებია მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ამუშავებენ ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთებს.
დღესვე ადგილზე გარემოსდაცვითი ორგანიზაციები იმყოფებოდნენ, რომლებიც სიტუაციას გაეცნენ. კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი საკუთარი უფლებების დაცვას უკვე სასამართლოში გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები