მიმდინარე წლის 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით განხორციელდა 916 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5 მილიონ 411 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით (42%), ხოლო ღირებულება 1 მილიონ 685 ათასი აშშ დოლარით (45%) გაიზარდა.
ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (841.9 ტონა). ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (26.4 ტონა), უკრაინაში (21.1 ტონა), გერმანიაში (10.9 ტონა), ბულგარეთში (4.6 ტონა), სომხეთში (4.0 ტონა), ყატარში (2.9 ტონა), მალაიზიაში (1.1 ტონა), მოლდოვაში (0.9 ტონა), სიანგანში (0.8 ტონა), ბაჰრეინში (0.8 ტონა) და ლიბანში (0.3 ტონა).
მასალის გამოყენების პირობები